ივანე მაჭავარიანი: 22 აპრილის მდგომარეობით, დღგ-ს ზედმეტობის სახით დაბრუნებულია 168 მლნ ლარი

„22 აპრილის მდგომარეობით, დღგ-ის ზედმეტობის სახით დაბრუნებულია 168 მლნ ლარი“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დეპუტატ ირაკლი მეზურნიშვილის კითხვის საპასუხოდ.
„შარშან დავაბრუნეთ 521 მლნ ლარი. ეს იყო პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მასტიმულირებელი ფაქტორია. იმ სტიგმას, რომ დღგ-ს სახელმწიფო არ დაგვიბრუნებს, ან რომ ამას მოჰყვება საგადასახადო შემოწმება, ჩვენ ვანგრევთ და მგონია, რომ, პრაქტიკულად, მინიმუმამდე დავიყვანეთ. 15 თებერვლიდან გვაქვს ავტომატური დაბრუნების სისტემა, როდესაც გადამხდელები თავიანთი ანგარიშიდან აკეთებენ გადმორიცხვას და გრძობენ, რომ ეს ფული მათია. 15 თებერვლის შემდეგ დაბრუნებულია 95 მლნ ლარი, საიდანაც 50 მლნ ლარზე მეტი შეადგენს ავტომატურად დაბრუნებულ თანხებს და ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები