მამუკა მდინარაძემ 192-ე საჯარო სკოლას საჩუქრად წიგნები გადასცა

საქართველოს პარლამენტი, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით გამართულ კამპანიაში „აჩუქე წიგნი”, ჩაერთო.
წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით გაიმართა კამპანია „აჩუქე წიგნი”, რომელსაც საქართველოს პარლამენტი შეუერთდა.
ფრაქციის „ქართული ოცნება” თავმჯდომარე, №4 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი, მამუკა მდინარაძე N192 საჯარო სკოლას ესტუმრა და საჩუქრად წიგნები გადასცა. დეპუტატი ბავშვებს განათლებისა და წიგნიერების მნიშვნელობაზე ესაუბრა.
„აჩუქე წიგნი” არის ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური კამპანია და ამ კამპანიაში დიდი სიამოვნებით ჩავერთე მეც და საქართველოს პარლამენტიც. N 192 საჯარო სკოლას საჩუქრად გადავეცით საბავშვო ენციკლოპედიები. ბავშვები შემპირდნენ და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ამ წიგნებით ისარგებლებენ, მათ იციან წიგნის მნიშვნელობა. ჩვენ გვეყოლება გაცილებით განათლებული თაობა. ეს ყველაფერი გვაძლევს იმედსა და სტიმულს, რომ ხვალინდელი დღე იქნება გაცილებით უკეთესი, ვიდრე არის დღეს”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
დღესვე ისნის N8 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი აბუსერიძე ვაზისუბნის სსიპ N90 საჯარო სკოლას ეწვია და მოსწავლეებს წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა.
„განვითარებული და ჯანსაღი თაობა ჩვენი მომავლის საწინდარია. განათლებული და წიგნიერი თაობა ქვეყნის წინსვლის გარანტია. მიუხედავად იმისა, რომ კომპიუტერულ ეპოქაში ვცხოვრობთ, უნდა ვეცადოთ, წიგნმა არ დაკარგოს მნიშვნელობა, ბავშვებს უფრო მეტად უნდა შევაყვაროთ კითხვა და დავაახლოვოთ წიგნთან. მოგიწოდებთ ყველას, ხელი შეუწყოთ ცოდნის გავრცელებას და ჩაერთოთ ამ კამპანიაში”, – განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები