ფინანსთა მინისტრი რომან გოცირიძეს – როგორ შეიძლება, კომერციული ხელშეკრულება გამოიტანოს მთავრობის წევრმა, რომელიც მხარე არ იყო

„ეკონომიკასთან ახლოს ჩაგივლიათ? როგორ შეიძლება, კომერციული ხელშეკრულება გამოიტანოს მთავრობის წევრმა, რომელიც მხარე არ იყო”, – ასე ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძის მიმართა, რომელმაც ფინანსთა მინისტრს ჩამოწერილ ვალების მიზანშეწონილობაზე დაუსვა შეკითხვა.
როგორც ფინანსთა მინისტრმა განმარტა, ვალების ჩამოწერასთან დაკავშირებული შეთანხმება წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას და მისი გასაჯაროება არ შეიძლება.
„კომერციული საიდუმლოებაა შეთანხმება და ეს ისევ ბიზნესს იცავს. ჯამური ციფრი ხომ იყო ცნობილი? თქვენ თვითონ ახსენეთ. ამბობთ, რომ ჩვენ ვაიძულეთ ბიზნესი. გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით, ყველა მოლაპარაკების დროს ვიყავი ჩართული და არავისთვის ოდნავ მაინც, არათუ იძულება, არამედ მსგავსი ტონალობაც კი არ ყოფილა. ჩვენ გვინდოდა, რომ ერთი მნიშვნელი ყოფილიყო, რათა ყველას სხვადასხვა კომპენსაცია კი არ მიეღო, რომ მერე სპეკულაცია დაწყებულიყო ფავორიტიზმის შესახებ, არამედ ყოფილიყო ერთი მიდგომა. თქვენ კი გვეუბნებით, რომ წაართვით, წაღლიტეთო, ღმერთი საერთოდ აღარ გწამთ? ამას არავინ არ კადრულობს“, – მიმართა ფინანსთა მინისტრმა რომან გოცირიძეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები