ივანე მაჭავარიანი: საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო რეგიონში ლიდერის პოზიციას კვლავ ინარჩუნებს

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო კვლავ ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას რეგიონში”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, სსფ-ის მიერ არაერთხელ იქნა აღიარებული, რომ მაღალი მოსალოდნელი ზრდა სწორედ მთავრობის მიერ გატარებული ეკონომიკური რეფორმების შედეგად არის მოსალოდნელი.
„ეკონომიკური რეფორმები ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია და ჩვენ გვჯერა, რომ მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა ეკონომიკურ ზრდაში, მით უმეტეს, როდესაც საუბარია ხარისხობრივ ზრდაზე, მხოლოდ რეფორმების გზითაა შესაძლებელი”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
ივანე მაჭავარიანი, ასევე, შეეხო ქვეყნის საკრედიტო რეიტინგების გაუმჯობესების ტენდენციას და აღნიშნა, რომ აღნიშნულ რეიტინგებში პოზიციების გაუმჯობესება საგარეო რისკებისადმი ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობის ზრდამ განაპირობა.
ფინანსთა მინისტრის თქმით, კიდევ ერთი თემა, რომელზეც საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამახვილებს ყურადღებას, ქვეყნის საგარეო ვალის მოცულობაა – საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს ვალი არის დაბალი რისკის მქონე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები