ლევან სურგულაძე: საპენსიო რეფორმას ვახორციელებთ ნაბიჯ-ნაბიჯ, გეგმის მიხედვით ისე, როგორც კანონშია გაწერილი

“ყველაფერი ვიფიქრეთ წინასწარ და ვახორციელებთ ნაბიჯ-ნაბიჯ, გეგმის მიხედვით ისე, როგორც გაწერილია კანონში“, – ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
დეპუტატები საპენსიო სააგენტოს დირექტორს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე უსმენენ, სადაც ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოს მუშაობის შედეგებს აჯამებს და დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.
,,რეფორმა და კანონი ითვალისწინებს რომ საპენსიო შენატანების ინვესტირება უნდა მოხდეს სხვადასხვა კეთილსაიმედო ფინანსურ ინსტრუმენტში. ის, რომ ჩვენ დეკემბერში არ შევქმენით საბჭო, არის ნორმალური. არც იანვარში გვჭირდებოდა ეს საბჭო ორი მიზეზის გამო: ჯერ ერთი, რომ თვითონ დანაზოგის მოცულობა უნდა იყოს ისეთი, რომ შეიქმნას დივერსიფიცირებული პორტფელი. იქ 50 მილიონით ნამდვილად ვერ შექმნით პორტფელს. ეს არის მნიშვნელოვანი და ის იქნება უფრო რისკიანი, ამიტომ რაღაც გარკვეული კრიტიკული მოცულობა უნდა შეიქმნას. ეს მოცულობა იქნება ზუსტად იმ დროს, როდესაც გვეყოლება საინვესტიციო საბჭოც, უფროსი საინვესტიციო ოფიცერიც, რისკის კონტროლის მექანიზმიც უახლოეს ორ თვეში. შესაბამისად, მე არ მიმაჩნია, რომ ჩვენ რაიმეს ჩამოვრჩით, ან რაიმე გავაკეთეთ და მერე ვიფიქრეთ – არა, ყველაფერი ვიფიქრეთ წინასწარ და ვახორციელებთ ნაბიჯ-ნაბიჯ, გეგმის მიხედვით ისე, როგორც გაწერილია კანონში“, – განაცხადა ლევან სურგულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები