კახა კალაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ეწინააღმდეგება ქვეყნის ენერგეტიკულ განვითარებას, ქვეყნის მტერია

“კამპანია, რომელიც ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ არის მიმართული, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განუცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ყველა ის ადამიანი, ვინც ეწინააღმდეგება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას, ენერგეტიკულ განვითარებას, ქვეყნის მტერია.
“ჩვენ თუ გვინდა, ქვეყანა განვითარდეს, წინ წავიდეს, მაქსიმალურად რაციონალურად უნდა იქნას ათვისებული წყლის რესურსი და შესაძლებლობები, რომელიც ქვეყანას აქვს. 5 წლის განმავლობაში ვიყავი ენერგეტიკის მინისტრი და ამდენი პროექტი: ჰიდროელექრტოსადგური, ქარის ელექტროსადგური, თბოელექტროსადგური, ქვესადგურების პროექტი, რომლებიც ევროპული სტანდარტებით გავაკეთეთ, არასდროს საქართველოში არ გაკეთებულა. გული მწყდება, რომ დღეს ამ მიმართულებით პროექტების განხორციელება შეფერხებულია. ჩვენი ქვეყანა განვითარებადია, ყოველწლიურად ვითარდება, ეკონომიკური ზრდა გვაქვს და, შესაბამისად, ელექტროენერგიაზე მოთხოვნაც მეტი იქნება. რატომ უნდა ვიყოთ დამოკიდებული სხვადასხვა ქვეყანაზე ელექტროენერგიის შემოტანით, რატომ უნდა გავიდეს თანხები სხვა ქვეყნებში? ისევ ჩვენს ეკონომიკაში ჩაიდოს და მოხმარდეს ეს თანხები. ყველა ის ადამიანი, ვინც ეწინააღმდეგება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას, ენერგეტიკულ განვითარებას, მარტივად რომ ვთქვა, ქვეყნის მტერია”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები