სასამართლომ ზაზა სვანაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჟურნალისტ ზაზა სვანაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

საქმის მასალების თანახმად, სვანაძეს მუქარაში ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, ნინო ჯღარკავა ადანაშაულებდა.

ნინო ჯღარკავას ინფორმაციით, ზაზა სვანაძე მის შვილს, სოციალური ქსელის მეშვეობით, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. გარდა ამისა, სვანაძეს პროკურატურა ერთ-ერთი ჟურნალისტის შეურაცხყოფასა და მუქარასაც ედავება.

ბრალდებულის ადვოკატი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
საქმის პროკურორის განცხადებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა შესაბამისი მტკიცებულებები განხორციელებული მუქარისა და, ასევე, საფრთხე მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურებისა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი სხდომა 5 ივნისს, 14:00 საათზე განახლდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები