თორნიკე ბახტურიძე: ჰიდრორესურსების ათვისება ერთადერთი წყაროა, რითაც შეიძლება, საქართველომ ენერგოდამოუკიდებლობას მიაღწიოს

„არასერიოზულია მსჯელობა იმაზე, რომ ჩვენთვის რისკიანია ჰესების მშენებლობა და სხვა ქვეყნებისთვის – არა”, – განაცხადა კომპანია „უსასრულო ენერგიის” დირექტორმა, თორნიკე ბახტურიძემ.
მისი თქმით, ზოგადად, ყველაფერი რისკისშემცველია, მაგრამ ისე განვითარდა მშენებლობის ტექნოლოგია, რომ რისკებზე საუბარი ზედმეტია.
„ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორებიც არის შვეიცარია და ავსტრია, 5 ათასამდე მცირე ჰესი ფუნქციონირებს და არის სხვა ქვეყნების მაგალითები, სადაც კიდევ უფრო მეტი ჰესია. ამიტომ, ჩვენთვის რისკიანია ჰესების მშენებლობა და სხვა ქვეყნებისთვის – არა, არასერიოზული მსჯელობაა. რა თქმა უნდა, არცერთი პროექტი უნდა განხორციელდეს ისე, რომ გარემოს დამცველთა და მოსახლეობის ინტერესები არ იქნას გათვალისწინებული. მაგრამ აღმშენებლობას ალტერნატივა არ გააჩნია”, – განაცხადა თორნიკე ბახტურიძემ საქართველოს „განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის” (GREDA) ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები