გიორგი ქობულიას გადადგომას ეკონომიკის სამინისტროში არ ადასტურებენ

გავრცელებული ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია თანამდებობიდან გადადგა.
თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია „კვირას“ სამინისტროს პრესსამსახურში არ დაუდასტურეს.
ამასთან, მინისტრმა დღეს დილით ჟურნალისტებთან თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა. მან მედიის წარმომადგენლები პრემიერმინისტრთან გადაამისამართა.
მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით კითხვა პრემიერს უნდა დაუსვან, რადგან მსგავს გადაწყვეტილებებს სწორედ ის იღებს.
„მაგასთან დაკავშირებით მე ნუ მეკითხებით. ამისთვის არსებობს პრემიერმინისტრი, ვინც იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს და მას შეგიძლიათ, მიმართოთ”, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები