ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს, ჯიჰად აზურს შეხვდა.
შეხვედრას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი – კობა გვენეტაძე და სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი – ვერა მერსედეს მარტინი დაესწრნენ.
მხარეებმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის” (EFF) პროგრამის მიმდინარეობა, წელს და საშუალოვადიან პერიოდში დაგეგმილი მაკროეკონომიკური პარამეტრები მიმოიხილეს.
როგორც აღინიშნა, სსფ-ის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და საქართველოს მიერ შესრულებულია პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმები. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან დადებითად შეფასდა მაკროეკონომიკური სტაბილურობის კუთხით მიღწეული პროგრესი.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ რეფორმებზე, რომელთა მიზანია ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, განათლების სისტემის ძირეული ცვლილები და ადამიანური კაპიტალის განვითარება.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის, რისტინ ლაგარდის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობას, რომელიც დაგეგმილია მიმდინარე წლის მაისში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები