ნათია თურნავა: ვქმნით მექანიზმებს, რომ ინვესტორი მეტად დაეყრდნოს თავისუფალ ენერგეტიკულ ბაზარს და არა – წინასწარ გაცემულ გარანტიებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ნათია თურნავას განცხადებით, ენერგეტიკული რეფორმის ფარგლებში იქმნება უფრო მოქნილი და ცივილიზებული სქემები, რომ ინვესტორი მეტად ენდოს და დაეყრდნოს თავისუფალ საბაზრო მექანიზმებს, ვიდრე – წინასწარ გაცემულ გარანტიებს.

„ბოლო 3-4 წლის განმავლობაში, ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული გარანტიებისა და მექანიზმების შექმნამ ინვესტორებისთვის, მაგრამ ახლა ვახორციელებთ ენერგეტიკულ რეფორმას. ჩვენი ბაზარი და ბაზრის წესები ჰარმონიზაციაში მოდის ევროპულთან, ამიტომ, შემუშავებული გვაქვს ახალი მიდგომები და მხარდამჭერი სქემები, რომლებიც უფრო მოქნილი და საბაზრო მექანიზმებზე ორიენტირებული იქნება “, – აღნიშნა თურნავამ.

როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ინვესტორებს  დარეგულირებულ ბაზარს სთავაზობს.

„დერეგულაცია ეტაპობრივად ხდება და სწორედ დელეგირებული ბაზარი, გამჭვირვალე თამაშის წესებით იქნება იმ ინვესტორების მთავარი მოტივატორი, რომლებიც ააშენებენ მცირე და საშუალო ჰიდროსადგურებს”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები