სოფო კილაძე: ბავშვის უფლებათა კოდექსის შექმნა დავიწყე იმ იდეით, რომ გავაძლიეროთ ოჯახები, დავიცვათ ჩვენი ბავშვები სიღარიბისგან, მავნე ზეგავლენისგან

„ჩვენი ზრუნვის მთავარი საგანი არის ჩვენი სამშობლო – საქართველო და მისი მომავალი. რა თქმა უნდა, ესმომავალი არის ჩვენი ბავშვები, რომლებიც განსაკუთრებულ მზრუნველობასა და დაცვას საჭიროებენ, როგორც ოჯახის, ასევე, სახელმწიფოს მხრიდან”, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისკომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ „ბავშვის უფლებათა კოდექსის” საკომიტეტო მოსმენაზე წარდგენისას.
მისი თქმით, ბავშვის კოდექსის შექმნა კომიტეტის თავმჯდომარემ სწორედ იმ იდეით დაიწყო, რომ პირველ ყოვლისა, ბავშვებს უყვარდეთ საკუთარი სამშობლო.
„და მე შეგნებულად ვიმეორებ ამ სიტყვას – სამშობლოდა არა ქვეყანა ან სახელმწიფო. ამ სიტყვას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ჩვენთვის. დავიწყე იმ იდეით, რომგავაძლიეროთ ოჯახები, დავიცვათ ჩვენი ბავშვები სიღარიბისგან, მავნე ზეგავლენისგან, მხარი დავუჭიროთ მათგანვითარებას, როგორც დემოკრატიული, სოლიდარული საზოგადოების სრულფასოვანი წევრები, ხელი შევუწყოთმათ განათლების მიღებაში”, – აღნიშნა სოფო კილაძემ.
მისი ინფორმაციით, ვიწრო ჯგუფმა ეს თემა საკუთარი სუბიექტური მიზნებისთვის გამოიყენა. „ამ ვიწრო ჯგუფმამოახერხა და იმგვარად მიაწოდა საზოგადოებას და ასევე, ეკლესიის ერთ ნაწილს არასწორი ინფორმაცია, თითქოსჩვენ გარყვნილებას ვაკანონებდეთ და ოჯახებში ვუვარდებოდეთ ადამიანებს, ბავშვებს ვართმევდეთ, თითქოს ჩვენსქესობრივი აღზრდის გაკვეთილებს ვიწყებდეთ სკოლებში მასობრივად და ჩვენს სამშობლოს, საქართველოს, მისკულტურას და ტრადიციებს ვაძულებდეთ ბავშვებს.
სინამდვილეში, პირიქითაა ყველაფერი, მეგობრებო და ამის საპირისპირო წერია სწორედ ბავშვის უფლებათაკოდექსში, რომლის საფუძველზე ჩვენ არათუ ბავშვებს ვართმევთ ოჯახებს, არამედ პირიქით, ხელს ვუწყობთ, რომბავშვი ოჯახში აღიზარდოს და ოჯახები გავაძლიეროთ, რომ ბავშვს უყვარდეს საკუთარი სამშობლო და მისიტრადიციები”, – განაცხადა სოფო კილაძემ.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „ბავშვის უფლებათა კოდექსის” განხილვა მიმდინარეობს, რომელსაც დეპუტატებთან ერთად, სამოქალაქო სექტორის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები