ირაკლი კობახიძე: ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისგან” უსაფუძვლო განცხადებებს მიჩვეული ვართ

„ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისგან” უსაფუძვლო განცხადებებს მიჩვეული ვართ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” (ISFED) მიერ დღეს წარდგენილ ანგარიშზე განაცხადა.
ISFED მიიჩნევს, რომ ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირება დირექტორის, ია კერზაიას მიმართ პოლიტიკური მოტივით დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს. „ვერ გეტყვით, აქვს თუ არა რაიმე საფუძველი ასეთი განცხადების გაკეთებას. მაშინ, შესაბამისი საფუძველი უნდა იყოს წარმოდგენილი. ჰაერში არ შეიძლება ასეთი განცხადებების გაკეთება, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც საქმე ეხება ადამიანის გარდაცვალებას. როდესაც ასეთი განცხადება კეთდება, მას უნდა ჰქონდეს მყარი საფუძველი. ჩვენ ამ ორგანიზაციიდან მიჩვეული ვართ უსაფუძვლო განცხადებებს ID ბარათებთან და სხვა თემებთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, ამ შემთხვევაში, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან საკუთარ განცხადებებს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები