ირაკლი კობახიძე: კობა გვენეტაძეს შეუძლია, გასცეს კითხვებზე პასუხი და დარწმუნებული ვარ, ფორმატზე შევჯერდებით

„ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს შეუძლია, გასცეს კითხვებზე პასუხი და დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევჯერდებით ფორმატზე, რა ფორმატშიც საუბარი მოხდება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კობა გვენეტაძის პარლამენტში გამოსვლის ფორმატთან დაკავშირებით უნდა შედგეს კონსულტაციები.
„ჩვენ ვნახეთ, რომ მაია ცქიტიშვილი იყო მობრძანებული პარლამენტში. მან გასცა პასუხი ყველა კითხვას. არ დარჩა არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა, ანალოგიურად ალბათ კობა გვენეტაძესაც შეუძლია, გასცეს კითხვებზე პასუხი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევჯერდებით ფორმატზე, რა ფორმატშიც საუბარი მოხდება. არის კითხვები და ამ კითხვებს აუცილებლად გაეცემა პასუხი. ეს პროცესი უნდა იყოს ღია და გამჭირვალე”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები