როს უილსონი: ეუთოს რეკომენდაციების შესრულება საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია

„ვიზიარებთ ეუთო/ოდირის დასკვნას საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მათი შესრულება მნიშვნელოვანია”, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმა განაცხადა.
„ვიზიარებთ ეუთო/ოდირის დასკვნას არჩევნებთან დაკავშირებით. ვიზიარებთ იმას, რომ იყო როგორც პოზიტიური საკითხები, ასევე – გარკვეული პრობლემები. სწორედ მათ გადასაჭრელად, ეუთომ შეიმუშავა ბევრი რეკომენდაცია, რომელიც გააუმჯობესებს აღნიშნულ პროცესს. ვეთანხმებით ამ რეკომენდაციებს და მათი შესრულება არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა როს უილსონმა. საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 2018 წლის ოქტომბერში ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები