ოთარ კახიძე ჩხუბის გამო ბოდიშს იხდის – „ზოგჯერ, თავის შეკავება არც ისე ადვილია“

„ჩემი ქმედება არ შეესაბამებოდა პარლამენტის ეთიკას და საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი. უბრალოდ, ზოგჯერ, თავის შეკავება არც ისე ადვილია“, – ეს განაცხადება დეპუტატმა ოთარ კახიძემ პარლამენტში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ გააკეთა, სადაც მან და ირაკლიმ ბერაიამ ერთმანეთს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ოთარ კახიძის თქმით, მან იურიდიულილ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს რეგლამენტის დარღვევასთან დაკავშირებით მიმართა, რასაც ირაკლი ბერაიას მხრიდან შეურაცხმყოფელი რეპლიკა მოჰყვა.
“შენიშვნა გამოვთქვი რეგლამენტის პროცედურის დარღვევაზე, რის შემდეგაც ჩემმა კოლეგამ, ირაკლი ბერაიამ, თავს უფლება მისცა და არაკორექტულად მომმართა, რასაც გავეცი პასუხი. ჩემი ქმედება არ შეესაბამებოდა პარლამენტის ეთიკას და საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი. უბრალოდ, ზოგჯერ, თავის შეკავება არც ისე ადვილია. ინციდენტი მე არ წამომიწყია. მე, უბრალოდ, პასუხი გავეცი მის ქმედებას”, – განაცხადა კახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები