“დაწყნარდი, დამშვიდდი და დამაცადე”, – ბესელია მათიკაშვილს დაუპირისპირდა

პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მსურველი კანდიდატების გამწესებისა და შერჩევის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და ექვსი დეპუტატის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს განიხილავენ, ეკა ბესელიასა და დავით მათიკაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ეკა ბესელია აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძის მიერ ინიცირებულ კანონპროექტში მოსამართლეთა შერჩევის პროცესში პარლამენტის როლი დაკნინებულია. ბესელიას სიტყვა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა შეაწყვეტინა და ლაკონიურობისაკენ მოუწოდა. „კომიტეტი მიჰყავს კომიტეტის თავმჯდომარეს, ან მისი მოვალეობის შემსრულებელს. ის განსაზღვრავს რეგლამენტს და აძლევს სიტყვას მომხსენებელს. გისმენთ“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
მათიკაშვილის მიმართვას ბესელიამ შემდეგნაირად უპასუხა. „თუ კიდევ გააგრძელებ ხელის შეშლას, მომიწევს, რაღაცები შეგახსენო და რეგლამენტის პროცედურები გაგაცნო. გავანებოთ თავი ჭკუის სწავლებას, მაგ როლიდან ლაპარაკს ცოტა მეტი წინდახედულება უნდა და თუ დროს დამაკარგვინებ, კიდევ მეტი დრო დაიკარგება. დაწყნარდი, დამშვიდდი და დამაცადე. კომიტეტს აქვს ხუთი კვირა და თუ ძალიან არ სულსწრაფობთ, ნებისყოფა გეყოფათ. მომისმინე, დინჯად მოიქეცი ცოტა და მომისმინეთ“, – მიმართა ეკა ბესელიამ დავით მათიკაშვილს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები