თამარ ჩუგოშვილი: ჩვენს ოპონენტებს ნუ გაუჩნდებათ ილუზია, რომ ქვეყანა მხარდაჭერას კარგავს

„ჩვენს ოპონენტებს ნუ გაუჩნდებათ ილუზია, რომ ქვეყანა მხარდაჭერას კარგავს“, – ეს განცხადება პარლამენტის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა, გადაცემა „იმედი Live”-ის ეთერში გააკეთა.
მისი თქმით, აშშ-ის განწყობა საქართველოს მიმართ არის მეგობრული და მხარდამჭერი.
„თუ ჩვენ გვადარდებს ის, რომ აშშ-ის განწყობა საქართველოს მიმართ შეიძლება შეიცვალოს და ამან შეიძლება რაღაცები დააზიანოს, მე შემიძლია ზუსტად გითხრათ – აშშ-ის განწყობა საქართველოს მიმართ, არის მეგობრული, მხარდამჭერი და ელჩის განცხადებაც ზუსტად ამას ადასტურებდა, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გულშემატკივრები გვეუბნებიან – რაღაც პრობლემები ქვეყანაში გრჩებათ და გააგრძელეთ მუშაობა მათ მოსაგვარებლად – ეს არის მხოლოდ კეთილგანწყობილი მეგობრის ნათქვამი. ეს ასე უნდა დავინახოთ. აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ რომ იზრდება, ეს გამოხატულია ყველაფერში – რეზოლუციებში, რომლებაც იღებენ; დაფინანსებაში, რომელსაც გამოყოფენ. გამოხატულია ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ და ყველგან, სადაც კი შეიძლება იყოს გამოხატული. ასე რომ, ჩვენს ოპონენტებს ნუ გაუჩნდებათ ილუზია, რომ ქვეყანა მხარდაჭერას კარგავს და ა.შ.”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები