თამარ ხულორდავა: ჩვენთვის ევროპული ინტეგრაცია უმთავრეს პრიორიტეტად რჩება

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, თამარ ხულორდავას თქმით, მთავრობა ასოცირების შეთანხმების მიღმაც მზადაა გადადგას ნაბიჯები, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციით კიდევ უფრო ხელშესახებს გახდის.
როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია მთავარ პრიორიტეტად რჩება.
„სულ მალე გაიმართება საქართველო-ევროკავშირის საბჭო ბრიუსელში, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები წარმოადგენს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს შეხვედრაც, როგორც ერთ-ერთი შემდეგი ნაბიჯი, რომელიც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. ჩვენ დღეს განვიხილეთ სწორედ ის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც და რომლის საფუძველზეც წარდგება საქართველოს მთავრობა ამ სხდომაზე. ჩვენთვის ევროპული ინტეგრაცია რჩება უმთავრეს პრიორიტეტად.
​სხდომაზე განვიხილეთ ასევე საგზაო რუკა, რომელიც არის ჩვენი ხელისუფლების მიერ დამატებით აღებული ვალდებულება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ასოცირების შეთანხმების მიღმაც მზად ვართ, გადავდგათ ნაბიჯები, რომ კიდევ უფრო აქტუალური, რეალური და ხელშესახები გავხადოთ ის სიკეთეები, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციით“, – აღნიშნა თამარ ხულორდავამ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიისა და ნატო-ში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის ერთობლივ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული რვა საკითხი განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები