ლარი მცირედით გამყარდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0146 პუნქტით გამყარდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.6794 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით 1 აშშ დოლარი 2.6940 ლარი ღირდა.
0.0145 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ღირებულება 3.0556 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0701 ლარი იყო.