ყაზბეგის გამზირზე „ლიბერთი ბანკის” ფილიალი დააყაჩაღეს

თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მდებარე „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს.
წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ბანკიდან მცირე რაოდენობის თანხა წაიღეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს, 179-ე, რომელიც ყაჩაღობას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
უწყების ცნობით, ამ ეტაპზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები