შსს-მ იანვარ-თებერვალში 10 კილოგრამამდე ჰეროინი ამოიღო-ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია 275 პირი

შინაგან საქმეთა სამინიტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მამუკა ჭელიძემ დღეს ბრიფინგი ჩაატარა, სადაც პოლიციის მიერ ბოლო პერიოდში, ნარკოდანაშაულის გახსნილი ფაქტების შესახებ ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, მიმდინარე წლის განმავლობაში, დღემდე, პოლიციის მიერ ამოღებული ნარკოტიკებისა და ნარკოდანაშაულისათვის დაკავებულების საერთო რაოდენობა.
„ასევე, მინდა გაცნობოთ, რომ მიმდინარე წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: 10 კილოგრამამდე „ჰეროინი”, 1 კილოგრამი და 200 გრამი „კოკაინი”, 650 აბი „სუბუტექსი” და „სუბოქსინი”, 1000 აბზე მეტი „ექსტაზი“, 150 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 100 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები. 2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე, პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში 275 პირი მისცა.“- განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები