ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილს შეხვდა – „ვერავინ გამრიცხავს, თავად ვიღებ გადაწყვეტილებებს“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ადასტურებს, რომ პარტიის თავმჯდომარეს სოლოლაკში ბიზნესცენტრის შენობაში პირისპირ შეხვდა.
შეხვედრა დღევანდელი პოლიტსაბჭოს შეხვედრის შემდეგ შედგა.
შეხვედრის შემდეგ ეკა ბესელიამ დიალოგის დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა, ჟურნალისტებთან განმარტებები გააკეთა:
“მე ვერავინ გამრიცხავს, მე თავად ვიღებ გადაწყვეტილებებს. არავის აქვს იმხელა უფლებამოსილება, რომ ჩემთან დაკავშირებით ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს. ჩემთან ასეთი საუბარი: გაგრიცხავთ და ა.შ. ამის უფლებას თავს არავინ აძლევს, ამის უფლება არ აქვს არც პარლამენტის თავმჯდომარეს და არც პოლიტსაბჭოს წევრებს. ასეთი რამ არ უთქვამს არც პარტიის თავმჯდომარეს. მე არ მგონია, რომ ასე უნდა მელაპარაკოს ვინმე და არც არავინ მელაპარაკება ამ ტონით და ამ ფორმით. ამიტომ ეს კითხვა ჩემთან დაკავშირებით შეგიძლიათ მოხსნათ. ჩემს შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს მე თავად ვიღებ. ამ ასაკამდე ისე მოვედი, რომ ყველა გადაწყვეტილება ეკა ბესელიას მიუღია და სხვას არავის”, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები