თამარ ხულორდავა მაია ცქიტიშვილს: ძალიან დიდი მადლობა მოხსენებისთვის, ბევრ კითხვას გაეცა პასუხი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამარ ხულორდავამ, ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს მოხენებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა რომ ამ წარდგენით მინისტრმა ბევრ კითხვას გასცა პასუხი.
„ძალიან დიდი მადლობა მოხსენებისთვის. ბევრ კითხვას პასუხი გაეცა მოხსენებაში და აღარ გავიმეორებ. მე მინდა შევეხო იმ ინიციატივას, რომელიც ევროკავშირმა გამოაცხადა წელს, წლის დასაწყისში, 15 იანვარს. ეს იყო ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის შესახებ სამოქმედო გეგმა, საინვესტიციო გეგმა. ამ გეგმით გათვალისწინებულია საკმაოდ მასშტაბური საინვესტიციო პროექტების განხორციელება. საქართველოსთვის. კერძოდ, გათვალისწინებულია 3, 4 მილიარდი ევროს ღირებულების თანხების მობილიზება. ეს არის თანხები, რომლის მოზიდვაც უნდა მოხდეს საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებისგან, მათ შორის და 18 პროექტია, როგორც ვიცით, უკვე იდენტიფიცირებული ამ პროგრამაში. საინტერესოა, როგორ მიმდინარეობს ამ პროგრამის უკვე განხორციელება. ორი თემაა აქ მნიშვნელოვანი. ერთს თვითონ ევროკომისია აყენებს-ეს არის ქვეყნის მზაობა და უნარი, რომ აითვისოს თანხები და იყოს ჩართული, რამდენად ვაკმაყოფილებთ ამ კრიტერიუმებს, როგორ მიდის უკვე დაგეგმილი და დაწყებული პროექტების რეალიზაცია და მეორე მხრივ, თანხების მოძიების პროცესი როგორ მიმდინარეობს ამ საერთაშორისო, საფინანსო ინსტიტუტებიდან.
ამის გარდა, მინდა კიდევ ერთ საკითხს შევეხო. ეს არის თვითმმართველობის საკითხი. თქვენ ეს გამოყავით ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად და ამით დაიწყეთ საუბარი. ადგილებზე, კადრების არსებობა და კვალიფიციური კადრების არსებობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ბუნებრივია, იმისთვის, რომ დეცენტრალიზაციის პროცესს ხელი შეეწყოს. ამისთვის რა კეთდება, რა პროგრამებს ახორციელებს სამინისტრო და როგორ მონაწილეობენ ამ პროგრამებში, თუკი მონაწილეობენ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ასევე, კერძო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან ადგილებზე, მათ შორის, რა ურთიერთობა გვაქვს“,- აღნიშნა თამარ ხულორდავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები