დავით სონღულაშვილი: დიდი მადლობა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერისთვის

0

მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ მთლიან სამინისტროს იმ მხარდაჭერისთვის, რასაც, როგორც გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი, მუდმივად ვგრძნობ, – ამ სიტყვებით გურჯაანის დეპუტატმა, დავით სონღულაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს მიმართა.
მაია ცქიტიშვილი პარლამენტში „მინისტრის საათის” ფორმატში მოხსენებით წარსდგა.
„მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ მთლიან სამინისტროს იმ მხარდაჭერისთვის, რასაც, როგორც გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი, მუდმივად ვგრძნობ. საყურადღებოა, რომ სამინისტროსთან არც კომუნიკაციის პრობლემა არსებობს. გამოვყოფდი ერთ-ერთ პროექტს, რომელიც დღეს თქვენც აღნიშნეთ, ველისციხის რეაბილიტაციას. ეს ერთ-ერთი უძველესი სოფელია და სასიხარულოა, რომ ის პროგრამაშია. ეს პროექტი არა მარტო რაიონისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვისაა უმნიშვნელოვანესი”, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი