ლევან კობიაშვილი მაია ცქიტიშვილს: ადგილზე ჩავიდეთ ერთად ზუგდიდის სტადიონზე

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან კობიაშვილმა, ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს სთხოვა ზუგდიდში ფეხბურთის სტადიონის მშენებლობის მიმდინარე პროექტი უახლოეს მომავალში ადგილზე მოინახულონ.
„მე მინდა, შევეხო ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემას, კერძოდ ზუგდიდში ფეხბურთის სტადიონის მშენებლობის პროექტს. მე რამდენჯერმე გახლდით ადგილზე და საკმაოდ კრიტიკულია ის მდგომარეობა, რაც ამ მშენებლობას უკავშირდება. სავარაუდოდ, პროექტი თავიდანვე არასწორად დაიგეგმა. ჩემი ინფორმაციით, ამ ეტაპზე პირველი ნაწილი დასრულებულია, არსებობს ხარვეზები რაც აუცილებლად გამოსასწორებელია. როგორც ვიცი, მეორე ეტაპის დასაწყისისთვის ეს პრობლემები აღმოიფხვრება. ვისურვებდი, რომ მომავალში მსგავს შემთხვევებში ფეხბურთის ფედერაცია თავიდანვე ჩაერთოს რომ თავიდან ავირიდოთ მსგავსი პრეცენდენტები. მინდა გთხოვოთ, რომ უახლოეს მომავალში ადგილზე ერთად ჩავიდეთ და მივხედოთ მთლიანად ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტს”,- განაცხადა ლევან კობიაშვილმა პლენარულ სხდომაზე, სადაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი, „მინისტრის საათის” ფორმატში წარსდგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები