ირინა ფრუიძე მაია ცქიტიშვილს: რა კეთდება იმისთვის რომ ხარისხის კონტროლი იყოს მაღალ დონეზე და კორუფციის რისკები მინიმუმამდე დაყვანილი

 

„რა კეთდება იმისთვის რომ სწორედ ხარისხის კონტროლი იყოს მაღალ დონეზე და კორუფციის რისკები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი“, – ამ კითხვით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირინა ფრუიძემ, ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს.
ირინა ფრუიძის თქმით, მნიშვნელოვანია სწორი ღონისძიებების გატარება, რადგან უზრუნველყოფილი იყოს ინფრასტრუქტურა და მაქსიმალურად ვიყოთ კორუფციისგან დაცულები.
„ჩვენ ვიცით, რომ სპეციფიკიდან გამომდინარე ამ სფეროში მაღალია კორუფციის რისკები. ძალიან მნიშვნელოვანია გავატაროთ სწორი ღონისძიებები, რომ ერთის მხრივ მაღალ ტემპში განვავითაროთ ინფრასტრუქტურა, მაგრამ ამავდროულად მაღალი ხარისხი ვუზრუნველყოთ და მაქსიმალურად დაცული ვიყოთ კორუფციისგან. შესაბამისად მაინტერესებს რა კეთდება იმისთვის რომ სწორედ ხარისხის კონტროლი იყოს მაღალ დონეზე და კორუფციის რისკები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი”, – აღნიშნა ირინა ფრუიძემ.
ცნობისთვის, მაია ცქიტიშვილი საკანონმდებლო ორგანოში მოხსენებით „მინისტრის საათის” ფორმატში წარსდგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები