გოგა გულორდავა მაია ცქიტიშვილს: მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენც და თქვენს გუნდსაც ძალიან კარგი კომუნიკაციისათვის

 

მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენც და თქვენს გუნდსაც ძალიან კარგი კომუნიკაციისათვის, – ასე მიმართა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს უმრალესობის წევრმა კახა კუჭავამ პარლამენტში.
მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენც და თქვენს გუნდსაც ძალიან კარგი კომუნიკაციისათვის და ოპერატიული რეაგირებისათვის ყველა იმ საჭიროებაზე, რომელიც ჩვენი მოსახლეობის წინაშე არსებობს, – ამ სიტყვებით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგა გულორდავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს.
გოგა გულორდავას თქმით, იგი წარმოადგენს წალენჯიხა- ჩხოროწყუს მაჟორიტარულ ოლქს და კიდევ ერთხელ, მადლობას უხდის სამინისტროს ორივე მუნიციპალიტეტში მიმდინარე უპრეცედენტო მასშტაბური პროექტებისათვის.
„ამასთან, თქვენ ძალიან დიდი დრო დაუთმეთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ეხება სამინისტროს კომპონენტში დეცენტრალიზაციის ნაწილს. ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური ნაბიჯები გადაიდგა ამ მხრივ. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც მომავალი წლების განმავლობაში უნდა გახდეს, ასე ვთქვათ, ერთგვარი სამოქმედო გეგმა როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ასევე, ჩვენი მუნიციპალიტეტების და თვითმმართველობების. თუმცა, ამ ფონზე, მე ვფიქრობ, ძირითად გამოწვევად რჩება, რომ სერვისები, რომელიც ჩვენს მოსახლეობას მიეწოდება, სწრაფად, ეფექტურად მიიღოს”, – აღნიშნა გოგა გულორდავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები