„თქვენ ხართ პირველი მინისტრი ახალი რეგლამენტის მიხედვით, რომელიც მინისტრის საათის ფორმატში პირველად წარსდგა პარლამენტის წინაშე”

„თქვენ ხართ პირველი მინისტრი ახალი რეგლამენტის მიხედვით, რომელიც მინისტრის საათის ფორმატში პირველად წარსდგა პარლამენტის წინაშე და პრეზენტაციით უკვე ბევრ კითხვას გასცა პასუხი”, – ასე მიმართა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს უმრალესობის წევრმა კახა კუჭავამ პარლამენტში.
“ჩემი კითხვა შეეხება სნო, ჯუთა, როშკა, შატილი, ომალო, ხადორის ხეობაის, ბაწარა, ახმეტის საავტომობილო გზის პორექტს. პირველად, როდესაც ეს პორექტი გაჩნდა საუბარი იყო მაგისტრალების და ტუნელების მშენებლობაზე, რომელიც გადიოდა დაცულ ტერიტორიაზე და ზურმუხტის ქსელის ტერიტორიებიც ხვდებოდა ამ პროექტის ნაწილში. შემდეგ გავრცელდა გარკვეული მოსაზრებები, რომ შეიცვალა ეს გზა და საერთოდ აღარ აშენება მაგისტრალი და დაიგგემა მხოლოდ ძველი გზის რეაბილიტაცია.
მაინტერესებს საბოლოოდ რა გზა აირჩია სამინისტრომ? ეს პროექტი ხორციელდება თუ არა და ზოგადად რა გეგმები გაქვთ ამასთან დაკავშირებით”, – მიმართა ცქიტიშვილს კუჭავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები