მამუკა მდინარაძე: ყველანი ერთხმად ვაცხადებთ, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი

 

სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, მაღალი ხარისხის მართლმსაჯულების განმახორციელებელი და ა.შ. ამ ლეგიტიმურ მიზნამდე უნდა მიხვიდე ისეთი კანონით, რომელიც შეესაბამება კონსტიტუციას, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე შეფასებით, არ უნდა დარეგისტრირდეს ისეთი კანონპროექტი, რომლის კანონად ქცევის შემთხვევაში მოსამართლეების განახევრებულ რაოდენობას მივიღებთ.
“როდესაც საუბარია გარკვეულ ლეგიტიმურ მიზნებზე, ყველანი ერთხმად ვაცხადებთ, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, მაღალი ხარისხის მართლმსაჯულების განმახორციელებელი და ა.შ. ამ ლეგიტიმურ მიზნამდე უნდა მიხვიდე ისეთი კანონით, რომელიც შეესაბამება კონსტიტუციას და მიზანშეწონილობის მინიმალურ სტანდარტს მაინც აკმაყოფილებს. როდესაც ამ კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში შესაძლებელია, რომ რაღაც დროში ჩვენ მივიღოთ მოსამართლეების განახევრებული შემადგენლობა, ასეთი კანონპროექტები არ უნდა დარეგისტრირდეს, რაც არ უნდა სუბიექტური პოლიტიკური მიზნები ამოძრავებდეს რომელიმე პოლიტიკოსს, რადგან ქვეყნის მოსახლეობის მთავარი პრეტენზიაა, რომ ძალიან შენელებულია მართლმსაჯულება და ტემპი არ მოსწონთ.
მოსამართლეთა დანიშვნის უვადოობაზე, კიდევ სხვა საკითხებზე, რომელიც მართლმსაჯულების განხორციელებას შეუწყობს ხელს, ვენეციის კომისიის ექსპერტებთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას და საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღას დავასრულებთ,”- განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები