სწრაფი ჩარიცხვის 14 აპარატის გაქურდვის გამო, პოლიციამ ბათუმში მამაკაცი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობისა და თაღლითობის ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული თ.ც. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ბათუმში, სხვადასხვა დროს, სწრაფი ჩარიცხვის 14 აპარატი გაქურდა. ბრალდებული იმავე აპარატების საშუალებით ინტერნეტტოტალიზატორ „ევროპაბეთის“ ანგარიშზე თანხების თაღლითური გზით გადარიცხვასაც ცდილობდა.
გამოძიება ქურდობის და თაღლითობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე- 2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით, ასევე, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შს სამინისტროში.
აღნიშნული დანაშაული 4-დან 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები