ვერცხლის ქუჩაზე მოკლული მამაკაცის ვინაობა ცნობილია-გამოძიება 2 მუხლით მიმდინარეობს

თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე გამოძიება 2 მუხლით დაიწყო. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გაგა კირკიტაძე აცხადებს, რომ ძიება განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.

მისივე თქმით, სახის არეში მიყენებული ერთი ჭრილობით მოკლულია 1969 წელს დაბადებული კაცი.

“ვერცხლის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ჩვენთან შეტყობინება შემოვიდა დაახლოებით 1 საათის წინ, ადგილზე დაუყოვნებლივ მობილიზებული იქნა შესაბამისი სამსახურები შსს ყველა დანაყოფი, 1969 წელს დაბადებულ კაცს სახის არეში აქვს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობა. გამოძიება მიმდინარეობს განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით. ახლა მიმდინარეობს ყველა შესაბამისი საგამოძიებო ოპერატიული ღონისძიებები”, – განაცხადა კირკიტაძემ.

შეკითხვაზე, დაათვალიერეს თუ არა ადგილზე მდგარი საეჭვო ავტომობილი, საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი პასუხობს, რომ ყველა საეჭვო ნივთს ამოწმებენ.

გარდაცვლილი ზვიად ჯაფარიძეა, რომელიც წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები