გიორგი ტყემალაძე: თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვის დასკვნითი ეტაპი დაიწყო

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვა დადებითად შეაფასა. მისი განცხადებით, სხდომა საკმაოდ ნაყოფიერი იყო.
„თბილისის მერია და სითი ინსტიტუტი დოკუმენტის შეჯერებულ ვარიანტს წარმოადგენს საკრებულოში. წარმოდგენილი იქნება ასევე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის წესებში ცვლილებები, რომელშიც ასახული იქნება რეგულაცია, რომელიც K2 კოეფიციენტის გადაჭარბების შეზღუდვას შეეხება“,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ „სითი ინსტიტუტს“ და თბილისის მერიას მასშტაბური სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. გიორგი ტყემალაძემ ოპოზიციას მოუწოდა, ჩაერთონ არამარტო გენერალური გეგმის მიღების პროცესში, არამედ იმ დაანონსებული ცვლილებების განხილვაში, რომელიც უკვე შემდგომ ეტაპზე იქნება განხორციელებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები