ბაგა-ბაღისთვის განკუთვნილ შეშაში ათასობით ლარი-საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს თანხის დაუფლების ფაქტი გამოავლინა(ვიდეო)

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილის თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ერთი მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წელს, დანაშაულში მხილებულმა პირმა, გაიმარჯვა სახელმწიფო ტედერში, რომლის საფუძველზეც, სამეგრელოს რეგიონის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებებისათვის, ჯამურად, 200 მ3 შეშა უნდა მიეწოდებინა. ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქონლის მიღება-ჩაბარების აქტებში რეალურად მიწოდებული შეშის მოცულობა გააყალბა და, ფაქტობრივად, გადაცემული 74 მ3 შეშის ნაცვლად, ანაზღაურება მოითხოვა და მიიღო შეშის სრულ – 200 მ3 მოცულობაზე. ამ გზით, ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ 7 768 ლარს“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
მათივე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე, 210-ე მუხლის პირველი და 362-ე მუხლის მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების  4-დან 7-წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები