გურჯაანის სასამართლო: იპოთეკის მოხსნისა და დავით კირკიტაძის დაკავების ვადების ერთმანეთთან დაკავშირება აბსურდია

“იპოთეკის მოხსნისა და დავით კირკიტაძის დაკავების ვადების ერთმანეთთან დაკავშირება აბსურდია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა სესხი 2017 წლის თებერვალში სრულად დაფარა”, – ამის შესახებ განცხადებას გურჯაანის რაიონული სასამართლო რამდენიმე საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ავრცელებს.
კერძოდ, „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა, რომელმაც დავით კირკიტაძე ციხეში გაუშვა, იმავე დღეს, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება გამოიხსნა.
„გურჯაანის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ, მოსამართლე დავით ნარიმანიშილმა, 2017 წლის თებერვალში, საქართველოს ბანკიდან აღებული იპოთეკური სესხითა და მის მიერ გაყიდული ბინიდან მიღებული თანხით, ვადაზე ადრე, სრულად დაფარა ბანკ „რესპუბლიკიდან“ აღებული სესხი. თუმცა, იმის გამო, რომ „რესპუბლიკა“ და „თიბისი“ ბანკი გაერთიანდა, დაფარული სესხის შესახებ ცნობა მოსამართლემ დროულად ვერ მიიღო. აღნიშნულის გამო, გაჭიანურდა მ. უორდროპის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე არსებული იპოთეკის მოხსნა. დავით ნარიმანიშვილმა „თიბისი“ ბანკიდან იპოთეკის მოხსნაზე თანხმობა 2018 წლის დეკემბრის დასაწყისში მიიღო; განცხადება იპოთეკის მოხსნაზე კი საჯარო რეესტრში 2018 წლის 17 დეკემბერს, 16:09 წუთზე დარეგისტრირდა. სამწუხაროა, რომ ინტერნეტგამოცემებმა, სტატიის გამოქვეყნებამდე, ინფორმაცია არ გადაამოწმა და, ნებსით თუ უნებლიედ, მოსამართლის მიმართ ცილისმწამებლური ინფორმაცია გავრცელდა“, – ნათქვამია გურჯაანის სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები