უზბეკმა თანამოქალაქე საქართველოში, ძალის გამოყენებით, პროსტიტუციაში ჩართო – 12-წლიანი პატიმრობა ტრეფიკინგის გამო

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა აჭარის ა/რ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ადამიანით ვაჭრობაში ბრალდებული, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე გ.ს. დამნაშავედ ცნო.
„სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე გ.ს., საქართველოში ყოფნის დროს, 2018 წლის იანვარში, უზბეკეთის რესპუბლიკაში მყოფ უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეს, მ.ხ-ს დაუკავშირდა და, თითქოსდა მაღალანაზღაურებად სამსახურში დასაქმების მოტივით, საქართველოში მისი ჩამოყვანა უზრუნველყო.

2018 წლის 4 თებერვალს, მ.ხ.-ს საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, გ.ს -მ ის საცხოვრებლად ქ. ბათუმში, დროებით ნაქირავებ სახლში მოათავსა. ამის შემდეგ,  უზბეკეთის მოქალაქის პასპორტი ჩამოართვა და, მის მიმართ თავისუფალი გადაადგილების კონტროლით, დამაშინებელი გარემოს შექმნით, ფიზიკური ანგარიშსწორებით, ცემით, მუქარითა და იძულებით, ის გადაიბირა, რის შემდეგაც  პროსტიტუციაში მისი ჩაბმა გაახორციელა.

გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ გ.ს.-ს დაზარალებული, სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით, სისტემურად გადაჰყავდა ბათუმსა და ხელვაჩაურის რაიონში მდებარე სხვადასხვა ღამის კლუბში, რესტორანსა და სასტუმროში. ახორციელებდა მის სექსუალურ ექსპლუატაციას, ექსპლუატაციის გზით გამომუშავებულ თანხებს კი ისაკუთრებდა.
გამოძიების ეტაპზე, გ.ს. გამოძიებას მიემალა. მის მიმართ, 2018 წლის 3 მაისს, ძებნა გამოცხადდა. სამართალდამცველებმა გ.ს, 2018 წლის 17 მაისს, ბრალდებულის სახით, ახალქალაქში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა და, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ გ.ს. წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და, სასჯელის სახედ და ზომად,  თავისუფლების 12 წლით  აღკვეთა განუსაზღვრა“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები