რუსთავში, ქურდობის დროს, ორი პირი ბინაში დააკავეს, ერთი კი – მიმალვის მცედლობისას

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის მცდელობის ბრალდებით, 1983 წელს დაბადებული ბ.ჩ. და რუსეთის ორი მოქალაქე – 1995 წელს დაბადებული რ.ა. და 1967 წელს დაბადებული რ.კ. დააკავეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, მიმდინარე წლის 11 თებერვალს, რუსთავში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინის კარი ე.წ. „ატმიჩკების“ საშუალებით გააღეს და მის გაქურდვას შეეცადნენ. სამართალდამცველებმა რ.ა. ბინიდან გამოსვლისა და მიმალვის მცდელობისას, დანარჩენი ორი კი  ადგილზევე დააკავეს.
პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღო ნაქურდალი ოქროს ნივთები, სამკაულები, 4 000 აშშ დოლარი და ე.წ. „ატმიჩკები“, – აცხადებენ შს სამინისტროში.
უწყების ცნობით, გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის მცდელობის ფაქტზე,  საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული თავისუფლების 4-დან 7 წლამდე ვადით  აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები