იტალიაში, იარაღის უკანონო ტარებისთვის, საქართველოს მოქალაქე დააკავეს (ფოტო)

იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში,  იარაღის უკანონო ტარებისა და პოლიციის დაუმორჩილებლობის საფუძველზე, სახელმწიფო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოს მოქალაქე, 21 წლის ზაურ კუკულავა დააკავეს.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცმა ყურადღება ქალაქის ერთ-ერთ გაჩერებაზე მიიქცია. როდესაც პოლიციელები მას მიუახლოვდნენ, მამაკაცმა გაქცევა სცადა, მაგრამ ის დააკავეს. ჩხრეკის დროს, კუკულავას  ბელგიური წარმოების პისტოლეტი და 25 მასრა აღმოაჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები