თურქეთში, ავარიისას საქართველოს მოქალაქეები დაშავდნენ (ვიდეო)

თურქული მედია დღეს აქტიურად აშუქებს ორ ავტოსაგზაო შემთხვევას. ორივე შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეები ფიგურირებენ.
მათი ცნობით, ანტალიაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ნინო ესაშვილი დაშავდა. ავარია გუშინ, საღამოს 6 საათზე, ანტალიაში მოხდა. ავტოავარიის შედეგად, დაიღუპა  თურქეთის ერთი მოქალაქე.  ასევე თურქეთის მოქალაქე, დაშავებულ ნინო ესაშვილთან ერთად, გადაიყვანეს საავადმყოფოში.

მეორე შემთხვევა სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე მოხდა –  სატვირთო მანქანას, რომელსაც საქართველოს მოქალაქე რეზო, იშკნელიძე მართავდა, საბურავი გაუსკდა და გზაზე ამობრუნდა. არსებული ცნობით, საქართველოს მოქალაქე დაშავდა.
შემთხვევის გამო, ავტომაგისტრალი სამი საათით გადაიკეტა. იშკნელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები