ბათუმში, უცნობმა პირებმა 84 წლის ქალი სკამზე დააბეს, „გასკოჩეს“ და ოქროს სამკაულები წაიღეს

ბათუმში, სოციალურ სახლში მცხოვრები 84 წლის ქალი უცნობმა პირებმა სკამზე დააბეს, „გასკოჩეს“ და ოქროს სამკაულები წაიღეს. შემთხვევა დღეს, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მოხდა. ამავე შენობაში მცხოვრები პირები განმარტავენ, რომ მოხუცის საცხოვრებელ ოთახში უცნობი პირები მოტყუებით შევიდნენ – თითქოსდა, ისინი გაზის კომპანიიდან იყვნენ. მოხუცმა მათ კარი გაუღო და დამნაშავეებმა ოთახში შეაღწიეს.
მას შემდეგ, რაც უცნობმა პირებმა 84 წლის ქალს ოქროულობა გასტაცეს, მოხუცმა კართან მისვლა მოახერხა და მეზობლებს დახმარებისთვის მიმართა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მომხდარის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცველებს მიაწოდეს. როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები