მზიურის პარკში, არასრულწლოვნებმა სოციალური კაფე გაქურდეს

თბილისში, გამთენიისას, მზიურის პარკში არსებული სოციალური კაფე გაქურდეს. როგორც მისმა მფლობელმა, ანა გოგუაძემ განაცხადა, ხუთმა მოზარდმა ობიექტის კარი გატეხა და სათვალთვალო კამერები დააზიანა. მისივე ინფორმაციით, წაღებულია ლეპტოპი, ტელეფონი, აიპოდი და 165 ლარი.
​შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები