უკანონო თვალთვალისა და ადევნებისთვის დაკავებულ პირს პატიმრობა შეეფარდა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე,  ადევნებაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ადევნების ჩადენაში ბრალდებული ჯ.ჯ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ, 2018 წლის მაისში, ჯ.ჯ., დაახლოებით – ორი კვირის განმავლობაში, ს.თ.-ს მიმართ სისტემურად ახორციელებდა ადევნებას, დაჰყვებოდა მას და უკანონოდ უთვალთვალებდა. ასევე, მობილური ტელეფონისა და სოციალური ქსელის მეშვეობით, დაზარალებულთან მისთვის არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა და მისი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის გამოყენებით ემუქრებოდა.
სამართალდამცველებმა ჯ.ჯ., სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2018 წლის 27 მაისს, თბილისში დააკავეს. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ადევნება, ე.ი. პირის მიმართ უკანონო თვალთვალი. ასევე, პირთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული, ან სხვა საშუალებით, რომელიც სისტემურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს) წარედგინა და, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯ.ჯ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების ერთი წლით  აღკვეთა განუსაზღვრა“, – აცხადებენ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები