შსს-ში სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა ბაზა იქმნება და მათზე კონტროლი გაძლიერდება

“შინაგან საქმეთა სამინისტროში სექსუალური ძალადობისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზა შეიქმნება, რომლის მიზანი სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა კონტროლი და მათი მხრიდან მოსალოდნელი სექსუალური ძალადობისაგან არასრულწლოვნების დაცვა იქნება”, – ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ, არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალურ ძალადობაზე კანონმდებლობის გამკაცრების შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მომზადებული კანონპროექტის თანახმად, არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების 20 წლამდე, ან უვადო აღკვეთა იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები