ლონდა თოლორაია: დანაშაულის პრევენციისთვის მკაცრი კანონები არ არის ერთადერთი გამოსავალი, მაგრამ მკაცრ კანონმდებლობას პრევენციული გავლენა აქვს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალურ ძალადობაზე კანონმდებლობის გამკაცრების შესახებ ტელეკომპანია ,,იმედის” ეთერში ისაუბრა.

,,დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია გამართული საკანონმდებლო ბაზა. რა თქმა უნდა, ძალიან შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ დანაშაულის პრევენციაზე მხოლოდ და მხოლოდ მკაცრი კანონები მოქმედებს და ეს არის ერთადერთი გამოსავალი, თუმცა ფაქტია, რომ მკაცრ კანონს და კანონმდებლობას აქვს თავისი წილი პრევენციული გავლენა.“ – განაცხადა თოლორაიამ.

მომზადებული კანონპროექტის თანახმად, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გაუპატიურებისთვის გათვალისწინებული სასჯელი 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან უვადო თავისუფლების აღკვეთა იქნება. ლონდა თოლორაიამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის საკითხზე პოლიციისადმი მიმართვა გაზრდილია, რაც მოწმობს, რომ საზოგადოებამ პრობლემის შესახებ საუბარი დაიწყო, თუმცა არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის შესახებ პოლიციისთვის მიმართვა სხვადასვა შიშებს, სირცხვილის გრძნობას და სხვა სირთულეებს უკავშირდება და ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ ვერ ახერხებს ძალადობის შესახებ განცხადებას. ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მოქალაქეებს მოუწოდა ძალადობის შემთხვევაში აუცილებლად მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები