უკრაინელმა მესაზღვრეებმა ინტერპოლის მიერ ძებნილი ქართველი დააკავეს

უკრაინაში, ქალაქ სუმში, მესაზღვრეებმა, “ბეჩემის” სასაზღვრო პუნქტში ინტერპოლის მიერ ძებნილი ქართველი დააკავეს.
სასაზღვრო შემოწმების დროს საქართველოს მოქალაქეზე, რომელიც უკრაინის ხაზის ავტობუსით ცდილობდა ქვეყანაში შესვლას, ინტერპოლის საერთაშორისო ბაზა ამოქმედდა. მესაზღვრეებმა ყველა საჭირო ზომა მიიღეს მამაკაცის დაკავებისთვის.
წინასწარი ინფორმაციით მამაკაცს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 185 მუხლის თანახმად ეძებდნენ, რაც ძარცვას გულისხმობს.
ამ დროისთვის 32 წლის საქართველოს მოქალაქე იზოლატორში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები