საგამოძიებო სამსახურმა ალკოჰოლური სასმელის გადაზიდვის ფაქტი გამოავლინა -„ამოღებულია 57 ბოთლი უაქციზო კონიაკი“

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს.
„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისში, დანაშაულში მხილებული პირების სატრანსპორტო საშუალებიდან ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი სომხური წარმოების სხვადასხვა დასახელების 57 ბოთლი უაქციზო კონიაკი. ამოღებული ალკოჰოლური სასმელის საერთო საბაზრო ღირებულება 3 000 ლარს აღემატება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით ითვალისწინებს“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები