„ახალი საუკუნე – ახალი შემართებით“… – 101 წლის წინ პირველი ეროვნული უნივერსიტეტი გაიხსნა

დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღეა.
„101 წლის წინ, 1918 წლის 8 თებერვალს, ივანე ჯავახიშვილის თაოსნობით პირველი ეროვნული უნივერსიტეტი, ევროპული ტიპის უმაღლესი სკოლა – თბილისის უნივერსიტეტი გაიხსნა.  101 წლის შემდეგ, თსუ ახალ საუკუნეს ახალი მიზნებითა და გამოწვევებით ხვდება.
გილოცავთ მთელ საქართველოს, განსაკუთრებით, თსუ კურსდამთავრებულებს, სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, თანამშრომლებს იუბილეს.
ახალი საუკუნე – ახალი შემართებით“… – აღნიშნულია თსუ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
18:00 საათზე, უნივერსიტეტის იუბილესთან დაკავშირებით ლიტერატურული პროექტის „რეტულიტი – ლიტერატურული დაბრუნება“ და კრებულ „RettuLIT 2“-ის წარდგენა გაიმართება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით სხვადასხვა თაობის 18-მა ქართველმა მწერალმა სიტყვების ძალით მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა, პირად ნივთებში კი, სულხან საბა ორბელიანის ნაქონი ატლასის ფრაგმენტები გაიყოლა. ეს უნიკალური, ფერადი ილუსტრირებით მსოფლიო ატლასი, რომელიც 1711 წელს ნიურბერგში არის გამოცემული და სხვადასხვა დროით დათარიღებული, 67 რუკისგან შედგება. სწორედ ამ ატლასით იმოგზაურა სულხან-საბამ ევროპაში და მოგაზაურობის დროს კომენტარები დაიტანა მასზე. ატლასი თსუ-ში ინახება.
სწორედ ისტორიული გეოგრაფიული ატლასი სულხან-საბა ორბელიანის მინაწერებით გახდა მწერლების ინსპირაციის წყარო.
ავტორები უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, ასევე სტუდენტური ლიტერატურულ კონკურს „შემოდგომის ლეგენდის“ გამარჯვებულები არიან.

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები