თბილისში 13 წლის აუტისტური სპექტრის მქონე ბიჭზე მეზობელმა სექსუალურად იძალადა

თბილისში 13 წლის აუტისტური სპექტრის მქონე ბიჭზე კაცმა სექსუალურად იძალადა, – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “იმედი” ავრცელებს.
“ქრონიკის” ინფორმაციით, ბავშვმა დაშინების მიუხედავად, დუმილი დედასთან დაარღვია და თქვა, რომ მასზე 50 წლამდე კაცმა იძალადა.
მოზარდის დედამ “ქრონიკასთან” განაცხადა, რომ შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, მოძალადის საცხოვრებელ სახლში მოხდა.
სავარაუდო მოძალადე და არასრულწლოვნის ოჯახი თბილისის ერთ-ერთ უბანში, ერთ კორპუსში, სხვადასხვა სართულზე ცხოვრობენ.
მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია და სამართალდამცველებმა კაცი უკვე დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.
გამოძიება სექსუალური ხასიათის იძულებითი ქმედების მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები