ე.წ “კლუბების საქმეში” ბრალდებულებს, მათ შორის ქეთი მურუსიძეს 8 წლამდე პატიმრობა მიესაჯათ

ე.წ “კლუბების საქმეში” ბრალდებული რვავე პირი, მათ შორის ქეთი მურუსიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო, მას სასჯელის სახით 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისში მდებარე ღამის კლუბებში სხვადასხვა დროს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 პირი დამნაშავედ ცნო.
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულები ღამის კლუბებში- „ბასსიანი“, „ხიდი“, „კაფე გალერი“-ში და „მტკვარზე“ მოქალაქეებზე უკანონოდ გაასაღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერება.
სასამართლო გადაწყვეტილებით, აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის ბ.დ.-ს 9 წლით და 6 თვით, ვ.ჟ.-ს 8 წლით, ჯ.ე.-ს 8 წლით, თ.ჩ.-ს 7 წლით, გ.მ.-ს 8 წლით და მ.მ. -ს ასევე 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
​აღსანიშნავია, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ქ.მ-ს და ლ.მ.-ს ბრალდების საქმეების განხილვა დასრულდა. მოსამართლემ ორივე მათგანი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 8 და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
დღევანდელი განაჩენებით თბილისის ღამის კლუბებში ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის დაკავებულ პირთა საქმეების განხილვა დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები