თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია თეონა მოსიას და ჯაზის საღამოს უმაპისნძლებს

8 თებერვალს, 20 საათზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ჯაზმომღერლის თეონა მოსიას კონცერტი გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, თეონა მოსია 13 წელია ავსტრიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მის შემოქმედებაში დიდი ნაწილი ეთნო-ჯაზურ კომპოზიციებს ეთმობა.
მუსიკალური განათლება თეონა მოსიამ ავსტრიაში მიიღო. მან 2014 წელს დაამთავრა პრაინერის კონსერვატორიის ჯაზვოკალის ფაკულტეტი.
ბენდი, რომელთანაც თეონა მოსია კონსერვატორიის დიდ დარბაზს ეწვევა, შეიქმნა 2014 წელს, მისი წევრები არიან: ვოკალისტი – თეონა მოსია, პაინისტი – ნიკოლა სტანოშევიჩი, კონტრაბასი – ნავიდ ჯავადი, დრამერი – ანჯელიკო სტუპარ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები